გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება

გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, თურქული თვითმფრინავი ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება.

როგორც მღებრიშვილმა განმარტა, ქართული მხარე ვარაუდობდა, რომ თვითმფრინავი დღეს ერთი წრის გაკეთებას მოასწრებდა, თუმცა თვითმფრინავმა სამუშაოებში ჩართვა დაბნელების გამო ვეღარ მოასწრო.

"თვითმფრინავმა წყლის მოგროვება ვერ შეძლო. დაახლოებით 20 კილომეტრში აქედან არის ტაბაწყურის ტბა, სადაც მას რეზერვუარი უნდა აევსო, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო, ვინაიდან დაბნელდა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან ის ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში", - განაცხდა შსს მინისტრმა.

რაც შეეხება ბელარუსიულ ვერტმფრენს, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩაერთვება.

"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით, ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ქარი ჩადგა.

"დღის განმავლობაში თქვენ იცით, რომ საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა. ქარმა ძალიან უკან დაგვხია და ძალიან შეგვიშალა ხელი, რათა ხანძრის ლოკალიზება მოგვეხდინა",- აღნიშნა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარ ფართობს, შსს-ს მინისტრის თქმით, ამის დადგენა მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ.

წაიკითხეთ ასევე: შს მინისტრი - ბორჯომის ხეობაში ღამე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია