"ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება"

"ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება"

ვფიქრობთ, რომ იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბორჯომის ხეობაში სამუშაოები დილის 05:00 საათიდან განახლდება, ხოლო 06:00 საათიდან ხანძრის ქრობაში საავიაციო ტექნიკა ჩაერთვება.

რაც შეეხება ატენის ხეობას, პრემიერის თქმით, იქ საჯარისო ნაწილები უკვე ჩართულია.

"საჯარისო დანაყოფების ჩართვის შესახებ შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ეს ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას, რომელიც დამოუკიდებელი საკითხია.

ხვალ შეიკრიბება საგანგებო სხდომა. ამ გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად დავამტკიცებთ და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში", - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2"- თან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

წაიკითხეთ ასევე: გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება

ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ჩავიდა - ხანძრის ჩაქრობაში 250 ჯარისკაცი ჩაერთვება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია