ქობულეთი-გურიის გზაზე ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს: დაშავებულია 28 მგზავრი, 4 - მძიმედ

 ქობულეთი-გურიის გზაზე ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს: დაშავებულია 28 მგზავრი, 4 - მძიმედ

ქობულეთი-გურიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების შეჯახების შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაშავებულები ქობულეთში სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

იხილეთ ფოტომოასალა შემთხვევის ადგილიდან

დაშავებული 28 მგზავრიდან სამს ოპერაცია ესაჭიროება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა, რომელიც ავარიის ადგილზე მივიდა.

მიქელაძის თქმით, ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად დაშავებულები ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, რამდენიმეს კი დაზიანებები ზედაპირულად უმუშავდება.

"დაშავებულები სტაბილურად არიან. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ქობულეთის ორ კლინიკაში არიან მოთავსებული. 19 დაშავებული ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, საიდანაც ოთხი დაკვირვების გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, დანარჩენები კი ქობულეთის კიდევ ერთ კლინიკაში არიან მოთავსებული. სამ მათგანს ოპერაცია ესაჭიროება", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია