გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი

გურიაში ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა - დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი

გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რაც მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანის სიცოხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ტრაგედიის ახალი დეტალები: კადრები და კომენტარები გურიიდან, სადაც ავარიას ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, ემსხვერპლა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია