მასშტაბური ავარია გლდანში, დაზიანებულია 10-ზე მეტი მანქანა - რას ყვება შემთხვევის თვითმხილველი

მასშტაბური ავარია გლდანში, დაზიანებულია 10-ზე მეტი მანქანა - რას ყვება შემთხვევის თვითმხილველი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანში. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაგორდა და 10-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

ავარიის თვითმხილველი გახდა "ქართუ ჯგუფის" თანამშრომელი დეა შაფათავა, რომელიც ასე აღწერს გლდანში რამდენიმე წუთის წინ მომხდარ შემთხვევას:

იხილეთ ფოტოები ავარიის ადგილიდან

"სასწაული ავარია ვნახე გლდანი მოლთან: 7 მანქანა შეჯახებული, იმხელა მანძილზე იყო ავარია, თვალებს ვერ დავუჯერე; აქედან 2 დიდი ჯიპი, ერთი კამაზი და ერთიც შევარდნილი რაღაც ვიტრინაში, ყველა და ყველაფერი დალეწილი, ტოიოტას ჯიპი ასე თუ ილეწებოდა, არ წარმომედგინა, კამაზი მრგვალფარიან მერსედესს მძღოლის მხრიდან დაჯახებული, არ წარმომიდგენია ის მძღოლი რა დღეში ჩავარდებოდა და რა სტრესში იქნებოდა...

კოშმარი მოკლედ. ვიტრინაში შევარდნილი მანქანა საპირისპირო მხრიდან აშკარად მართვას დაკარგავდა... ამ ხალხმა სათითაოდ კისერი უნდა მოიმტვრიოს რომ დინჯად და ცოტა ჭკუით ატარონ მანქანა და ამხელა სტრესი არ შექმნან ქალაქში??!!" - წერს შაფათავა.

იხილეთ ვიდეო

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.

იხილეთ ფოტოები ავარიის ადგილიდან

იხილეთ ვიდეო: რას ყვებიან თვითმხილველები გლდანის ავარიაზე, სადაც დაგორებულმა ტრაილემა 20-მდე მანქანა დააზიანა - არიან დაშავებულებიც

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია