კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:31 / 24-08-2017
თვითმხილველები გლდანში მომხდარი მასშტაბური ავარიის ფოტოებს ავრცელებენ
ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანში. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაგორდა და 10-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

ავარიის თვითმხილველები "ფეისბუქზე" ავარიის ადგილას გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ, რომელზეც დამტვრეული მანქანები და მაღაზიის ჩალეწილი ვიტრინები ჩანს.





ავარიის თვითმხილველი გახდა "ქართუ ჯგუფის" თანამშრომელი დეა შაფათავა, რომელიც ასე აღწერს გლდანში რამდენიმე წუთის წინ მომხდარ შემთხვევას:

"სასწაული ავარია ვნახე გლდანი მოლთან: 7 მანქანა შეჯახებული, იმხელა მანძილზე იყო ავარია, თვალებს ვერ დავუჯერე;

აქედან
2 დიდი ჯიპი, ერთი კამაზი და ერთიც შევარდნილი რაღაც ვიტრინაში, ყველა და ყველაფერი დალეწილი, ტოიოტას ჯიპი ასე თუ ილეწებოდა, არ წარმომედგინა, კამაზი მრგვალფარიან მერსედესს მძღოლის მხრიდან დაჯახებული, არ წარმომიდგენია ის მძღოლი რა დღეში ჩავარდებოდა და რა სტრესში იქნებოდა...

ხილეთ ვიდეო: რას ყვებიან თვითმხილველები გლდანის ავარიაზე, სადაც დაგორებულმა ტრაილემა 20-მდე მანქანა დააზიანა - არიან დაშავებულებიც

იხილეთ ვიდეო:




კოშმარი მოკლედ. ვიტრინაში შევარდნილი მანქანა საპირისპირო მხრიდან აშკარად მართვას დაკარგავდა... ამ ხალხმა სათითაოდ კისერი უნდა მოიმტვრიოს რომ დინჯად და ცოტა ჭკუით ატარონ მანქანა და ამხელა სტრესი არ შექმნან ქალაქში??!!" - წერს შაფათავა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.

ფოტო: ლიკა ნანობაშვილი, ირინა ჭყონია
14:22 / 02-09-2017
ფანტომასი
0
მოსაგვარებელი ბევრი რამ არის ეხლა არჩევნებია ბევრ ტყუილს აჭმევენ ხალხს ვინც ჭამს და აშ სოფლებში გაუჭშვან ხალხი დაასაქმონ და ბარდაკიც აღარ იქნება თუმცა რა ........
გამოეხმაურე / 0 /
10:40 / 29-08-2017
soso
0
სად ხედავთ კამაზს,თვალები მიხატული გაქვთ?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
15 იანვარს შ.კ-მ პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა
ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვის დაღუპვის გამო ავტომობილის მძღოლი დააკავეს
ავტომანქანა,რომლის შემოწმებასაც პოლიცია გეგმავდა, ამჟამად გლდანის მეშვიდე მიკრორაიონშია გაჩერებული
შსს-ს ავტომობილი ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა
ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ავტომობილი, რომელშიც ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
,,ვინილებიდან აიპოდამდე''-ს მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი"...
12:18 / 22-01-2018  Image "რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება" - გია ხუხაშვილი
"ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია"
16:32 / 22-01-2018  Image დიდებიდან თავშესაფრამდე - ცნობილი ქართველები, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მოხუცთა პანსიონატში მოხვდნენ
შვილის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა, ალკოჰოლსაც მიეძალა...
17:28 / 22-01-2018  Image სარატოვში ძაღლმა მონადირე მოკლა
ექიმები მალევე მივიდნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა
10:31 / 22-01-2018  Image 10 საინტერესო ფაქტი Amazon.com-ის შესახებ და ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ინტერნეტმაღაზია Amazon.com ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ საწყისად ითვლება. 
17:41 / 22-01-2018  Image რა მოვლენებია მოსალოდნელი 21 იანვრიდან 28 იანვრამდე - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ღმერთების შიკრიკად წოდებული მერკური ამ კვირაში რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გააკეთებს"

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49