თვითმხილველები გლდანში მომხდარი მასშტაბური ავარიის ფოტოებს ავრცელებენ

თვითმხილველები გლდანში მომხდარი მასშტაბური ავარიის ფოტოებს ავრცელებენ

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანში. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაგორდა და 10-ზე მეტი ავტომობილი დააზიანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

ავარიის თვითმხილველები "ფეისბუქზე" ავარიის ადგილას გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ, რომელზეც დამტვრეული მანქანები და მაღაზიის ჩალეწილი ვიტრინები ჩანს.

ავარიის თვითმხილველი გახდა "ქართუ ჯგუფის" თანამშრომელი დეა შაფათავა, რომელიც ასე აღწერს გლდანში რამდენიმე წუთის წინ მომხდარ შემთხვევას:

"სასწაული ავარია ვნახე გლდანი მოლთან: 7 მანქანა შეჯახებული, იმხელა მანძილზე იყო ავარია, თვალებს ვერ დავუჯერე;

აქედან 2 დიდი ჯიპი, ერთი კამაზი და ერთიც შევარდნილი რაღაც ვიტრინაში, ყველა და ყველაფერი დალეწილი, ტოიოტას ჯიპი ასე თუ ილეწებოდა, არ წარმომედგინა, კამაზი მრგვალფარიან მერსედესს მძღოლის მხრიდან დაჯახებული, არ წარმომიდგენია ის მძღოლი რა დღეში ჩავარდებოდა და რა სტრესში იქნებოდა...

იხილეთ ვიდეო: რას ყვებიან თვითმხილველები გლდანის ავარიაზე, სადაც დაგორებულმა ტრაილემა 20-მდე მანქანა დააზიანა - არიან დაშავებულებიც

იხილეთ ვიდეო:

"საჭმლის გულისთვის წამოვედი" - რა უთხრა პოლიციელებს მძღოლმა, რომლის სატვირთოს დაგორებამ გლდანში ავტომობილები დააზიანა

კოშმარი მოკლედ. ვიტრინაში შევარდნილი მანქანა საპირისპირო მხრიდან აშკარად მართვას დაკარგავდა... ამ ხალხმა სათითაოდ კისერი უნდა მოიმტვრიოს რომ დინჯად და ცოტა ჭკუით ატარონ მანქანა და ამხელა სტრესი არ შექმნან ქალაქში??!!" - წერს შაფათავა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.

ფოტო: ლიკა ნანობაშვილი, ირინა ჭყონია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია