ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავებულები საავადმყოდოან გაწერეს

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავებულები საავადმყოდოან გაწერეს

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათი კლინიკაში დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობდა.

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი "მი 8" დილით, წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. ინციდენტის შედეგად სულ ოთხმა პირმა მიიღო მსუბუქი დაზიანება. ეკიპაჟის 3 წევრი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას რეანომობილებით ბორჯომის ხეობიდან თბილისში გადმოიყანეს.

აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია