შემთხვევა ზუგდიდში: საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა, მდგომარეობა მძიმეა

შემთხვევა ზუგდიდში: საავადმყოფოს შენობიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა, მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის საავადმყოფოს შენობიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მცირეწლოვანი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე, ბავშვთა განყოფილების ერთ-ერთ პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობელი მისთვის სადილს ამზადებდა, რა დროსაც ბავშვი ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა.

ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანს თავის ტვინის ტრავმა, გულ-მკერდის ტრავმა და ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ფოტო: LivePress.ge

იხილეთ ვიდეო: 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, უკიდურესად მძიმეა - კადრები და კომენტარები ადგილიდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია