ბაკურიანში, დიდველზე საბაგირო გაითიშა და დამსვენებლები გონდოლებიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ

ბაკურიანში, დიდველზე საბაგირო გაითიშა და დამსვენებლები გონდოლებიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ

ბაკურიანში, დიდველზე, ერთ-ერთი საბაგირო გაითიშა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დამსვენებლებმა განუცხადეს, ამის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტაა.

მათივე ინფორმაციით, ხალხის ნაწილი გონდოლებშია დარჩენილი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ნაწილი კი, ვინც გონდოლებიდან გადმოსვლა მოახერხა, ბაკურიანში ფეხით მიემართება.

ამასთან, ისინი პროტესტს გამოთქვამენ გენერატორის არ ქონის გამო.

"ვართ ახლა დიდველზე, მესამე წერტილზე. არ არის სინათლე, არ არის გენერატორი. ნისლია და იმის გამო, რომ არ დაგვიღამდეს, ფეხით ჩავდივართ დაბლა, ბაკურიანში", - აცხადებს დამსვენებლების ნაწილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია