ფოტოები ბაკურიანიდან: როგორ ჩამოდიან ტურისტები ფეხით დიდველიდან, საბაგიროს გათიშვის შემდეგ

ფოტოები ბაკურიანიდან: როგორ ჩამოდიან ტურისტები ფეხით დიდველიდან, საბაგიროს გათიშვის შემდეგ

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ყველა საბაგიროდან, რომელიც ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო გაითიშა, დამსვენებლები ჩამოყვანილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, ხალხის საბაგიროებიდან ჩამოყვანა მაშველების დახმარებით მოხდა.

ამასთან, მათივე განმარტებით, ისინი, ვინც სურვილი გამოთქვეს, დასახლებულ პუნქტამდე მანქანით თავად კომპანიის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს, თუმცა დამსვენებლების ნაწილი ფეხით ჩამოვიდა, რის ამსახველ ფოტოებსაც თვითმხილველები ავრცელებენ.

"ავარია მოხდა საბაგიროს ქსელში ანუ მათ აქვთ თავიანთი ქსელი, თავიანთი ქვესადგურიდან გამავალი კაბელი და სავარაუდოდ, პირველადი მონაცემებით, მათ ქსელშია პრობლემა და არა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში. გარდა ამისა, მათ აქვთ სარეზერვო კვება", - განაცხადეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში.

მათი ცნობით, საბაგიროს "ენერგო-პრო ჯორჯიასგან" ელექტროენერგია მიეწოდება.

ბაკურიანში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო საბაგიროები გაითიშა, რის გამოც დამსვენებლების ნაწილი გონდოლებში დარჩა და გადმოსვლას ვერ ახერხდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია