დიღომში ავარიის დროს მანქანა ამობრუნდა: დაშავებულია ორი ადამიანი

დიღომში ავარიის დროს მანქანა ამობრუნდა: დაშავებულია ორი ადამიანი

დიღომში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთი ავტომობილი მეორეს უკნიდან დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანა ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო