ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა

ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს თვითმხილველებმა აცნობეს, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა.

"ქავთარაძის ქუჩაზე, საშინელი აფეთქების ხმა იყო. კვამლია ძალიან დიდი და სახანძროებიც ადგილზე მიდიან. აფეთქების ხმა ისეთი ძლიერი იყო, ჩვენი შენობაც კი შეზანზარდა..." - წერენ "ფეისბუქში".

ადგილზე უკვე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი შემთხვევის დეტალების გასაგებად ადგილზე უკვე მიემართება.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები ქავთარაძის ქუჩიდან, სადაც ძლიერი აფეთებაა

იხილეთ ვიდეო: "ვკანკალებდი ისე გამოვედი სახლიდან, ცოლ-შვილი რაიონში ყავს, ალბათ ეძინა" - თვითმხილველები ქავთარაძეზე მომხდარ აფეთებასა და დაშავებულზე

ხილეთ: "ყველაფერი გაფუჭებუილია..." - რას ამბობს დაზიანებული მაღაზიის მეპატრონე, რომელიც ქავთარაძეზე მომხდარი აფეთებისას შიგნით იმყოფებოდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია