ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ ეძინა, ძლიერი დამწვრობა მიიღო

ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, მამაკაცმა, რომელსაც სავარაუდოდ ეძინა, ძლიერი დამწვრობა მიიღო

ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, ბინაში ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქების დროს მამაკაცს სავარაუდოდ ეძინა.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბინაში მარტო იმყოფებოდა, რადგან მისი ცოლ-შვილი სოფელში არიან დასასვენებლად.

დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენით ცენტრში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

"გაუკეთდა შეხვევა და დაეწყო ინტენსიური მკურნალობა. მოთავსებულია რეანიმაციაში. აღენიშნება დამწვრობითი შოკი, თუმცა პაციენტი კონტაქტურია", - აცხადებენ საავადმყოფოში.

იხილეთ ვიდეო: "ვკანკალებდი ისე გამოვედი სახლიდან, ცოლ-შვილი რაიონში ყავს, ალბათ ეძინა" - თვითმხილველები ქავთარაძეზე მომხდარ აფეთებასა და დაშავებულზე

ამასთან, ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 45 %-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. დაზიანებულია სახე, სასუნთქი გზები და ოთხივე კიდური. "უახლოეს წუთებში დაგეგმილია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ოპერაციული ჩარევის შესახებ პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით რთულია", - აღნიშნეს ექიმებმა.

აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა მუშაობს. კორპუსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. გადაკეტილია გზა. უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ ადგილობრივებს ტერიტორია დაატოვებინა.

აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ამასთან, დაზიანდა ამავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სურსათის მაღაზია, ხოლო მეორე სართულზე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ადგილზე ღია და ძლიერი ცეცხლი არ ფიქსირდება. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კი უკვე ლოკალიზებულია.

ასევე ნახეთ: ფოტოები ქავთარაძის ქუჩიდან, სადაც ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია