რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ცეცხლი გაჩნდა

რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო "რუსთაველის" ერთ-ერთ ნომერში ცეცხლი გაჩნდა და იყო ძლიერი დაკვამლიანება.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ადგილზე სამი სამაშველო და სახანძრო ბრიგადა იყო გამოძახებული.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

იხილეთ ვიდეო: დამწვარი ლეიბები ქუჩაში - კადრები სასტუმრო "რუსთაველიდან", სადაც ხანძარი გაჩნდა

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასტუმროს თანამშრომელმა ლია წიქარიშვილმა განუცხადა, ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა.

იმ დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. ცეცხლის გაჩენის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციას გვერდითი ნომრიდან შეატყობინეს, რის შემდეგაც შენობაში მყოფ პირებს სასტუმრო დაატოვებინეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია