"რა ვუთხრათ უბედურ დედას, როცა 15 წლის შემდეგ შვილს ამ მდგომარეობაში ნახავს?!" - რა გახდა თიანეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი

"რა ვუთხრათ უბედურ დედას, როცა 15 წლის შემდეგ შვილს ამ მდგომარეობაში ნახავს?!" - რა გახდა თიანეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი

პირველ სექტემბერს ტრაგედია დატრიალდა თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 55 წლის ცეზარ ა-მ 17 წლის ვაჟი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ბიჭი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. მამა დაკავებულია. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, რაც 7-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი - ამის შესახებ kvirispalitra.ge-ს გარდაცვლილის მეზობელი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- კარგი ბიჭი მოგვიკვდა, კეთილი და დაუზარელი. რაც მოხდა, დიდი ტრაგედია არა მხოლოდ ამ და სოფლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ბიჭიც და მამაც იმ სიტუაციის მსხვერპლნი არიან, რაც საქართველოშია, როდესაც ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად დედები უცხოეთში არიან გადახვეწილები და შვილებისა და ქმრების იძულებით, წლობით მიტოვება უწევთ…

ასე მოხდა ამ ოჯახშიც, სადაც სამი ბავშვი იზრდებოდა. სამივენი პატარები იყვნენ, როდესაც დედა ლუკმა პურის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდა და ბავშვები მამასთან მარტო დარჩნენ. ბიჭი მხოლოდ 2 წლის იყო, დები კი ცოტათი უფროსები. სამივენი მამამ ჩაიბარა და ვერავინ იტყვის, რომ არ უვლიდა. ცოლი უცხოეთიდან ფულს რომ აგზავნიდა, ოჯახს უვლიდა. ოჯახში დარჩენილი მარტოკაცი ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ტვირთს მაინც ვერ გაუძლო და ბოლოს სმას მიჰყო ხელი.

ბოლოს მუდმივად სვამდა. ვეღარ ვცნობდით, ისეთი უხეში გახდა. აქედან დაიწყო ყველა უბედურება. უფროსი გოგონა ადრეულ ასაკში გათხოვდა და თავს უშველა, ბიჭმა კი სწავლაზე აიღო ხელი. არადა, ძალიან ნათელი გონების ბავშვი იყო, - მამამ კი ვერ შეძლო შვილებს განათლების მიღებაში დახმარებოდა განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია