ქუთაისთან სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ქუთაისთან სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ქუთაისთან, ავტობანზე სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის დამცავი ჯებირი გაარღვია და ხევში ჩავარდა.

ავარიის შედეგად, ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია