ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში მეჩხერ ტყეში ხანძარი ადგილობრივება გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამ დროისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ტრანსპორტის გადასაადგილებლად, მთასთან მისასვლელი სპეციალური გზის გაყვანა მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია