ძლიერი დაკვამლიანების და ნისლის გამო ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩართვას ვერ ახერხებდნენ

ძლიერი დაკვამლიანების და ნისლის გამო ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩართვას ვერ ახერხებდნენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში სამაშველო ვერტმფრენებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ განაახლეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დილის საათებში შეზღუდული ხილვადობის გამო ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას ვერ ახერხებდნენ. შეზღუდული ხილვადობა კი არსებულ ტერიტორიაზე ძლიერმა დაკვამლიანებამ და ნისლმა გამოიწვია.

ამ წუთებში ოთხივე ვერტმფრენი მზადყოფნაშია მონაწილეობა მიიღოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები წყლის ავზების ასავსებად უკვე ლოპოტას ტბის ტერიტორიისკენ გაემართნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ქვეითად მომუშავე სამაშველო ბრიგადები, თელავში გახსნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ადგილზე ასევე ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს.

ართანაში, კოხტას მთაზე ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია