აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო - ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის 99% ლოკალიზებულია

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო - ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის 99% ლოკალიზებულია

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის 99% ლოკალიზებულია, - ამის შესახებ აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით წეროძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ხულოში, შავნაბადას მთაზე დილით ხანძრის სამი კერა ფიქსირდებოდა.

ხევში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე მაშველებთან ერთად, პოლიცია, სატყეო სამსახურის თანაშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები არიან ჩართული.

როგორც დავით წეროძე ამბობს, ხანძარი ტყეში მიუვალ ადგილზეა და ადგილზე მყოფ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან სატელეფონო კომუნიკაცია რთულია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია