საგანგებო სიტუაციების სამსახური - თელავში, კოხტას მთაზე ვითარება შეცვლილი არ არის, თუშეთში, ხახაბოსთან კი ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების სამსახური - თელავში, კოხტას მთაზე ვითარება შეცვლილი არ არის, თუშეთში, ხახაბოსთან კი ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია

თელავში, ართანასთან, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოსთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, კოხტას მთაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩართულია ავიაციაც.

"ამ დროისთვის ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის; ისევ მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. აქტიურად მუშაობს ცოცხალი ძალა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, შეივსო წყლის ავზები. ადგილზე 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჯერჯერობით სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი ქართული ვეტმფრენია ჩართული. ორი ირანული ვეტმფრენი გზაშია და მოგვიანებით ისინიც ჩაერთვებიან," - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

რაც შეეხება თუშეთში, ხახაბოსთან არსებულ სიტუაციას, საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, რომ ცალკეული კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ნაწილობრივ უკვე ლოკალიზებულია ხანძარი. ცალკეული კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. დამატებითი ძალის შეყვანის საჭიროება და ავიაციის ჩართვის აუცილებლობა არ არის. დარჩენილია ცოცხალი ძალის მიერ შესასრულებელი სამუშაოები", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია