სატყეო სააგენტოს უფროსი - კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარაა, ხანძარი ლოკალიზაციისკენ მიდის

სატყეო სააგენტოს უფროსი - კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარაა, ხანძარი ლოკალიზაციისკენ მიდის

ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარაა, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხანძრის კერებთან ცოცხალი ძალა მუშაობს და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"ართანაში ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს. ცოცხალი ძალა შესულია როგორც მაშველები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია რეგიონის მეტყევეები და მოხალისეები. ხანძარი ლოკალიზაციისკენ მიდის და ვფიქრობთ, საღამოსკენ უკვე სრულად იქნება ლოკალიზებული. სამი ვერტმფრენი მუშაობს დილიდან - ორი ირანის და ერთი ქართული", - განაცხადა გვაზავამ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის სრულ ლოკალიზებასა და სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას ქარი უშლის ხელს.

"სალიკვიდაციო სამუშაოები შეიძლება დღესაც დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქარზე. ქარი გვიშლის ხელს სრულად ლოკალიზებაში", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია