"ქალი ზურგშია დაჭრილი" - რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარი ინციდენტის შესახებ

"ქალი ზურგშია დაჭრილი" - რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხდარი ინციდენტის შესახებ

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დაჭრა, სავარაუდოდ, "პიქსელ ცენტრის" დაცვის თანამშრომელია.

ამასთან, როგორც ადგილზე მყოფი პირები ყვებიან, ქალი ზურგშია დაჭრილი და მას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილია მამაკაციც, რომელმაც ქალი დაჭრა. მან, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა.

ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლის თქმით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი შემთხვევაში ეჭვმიტანილის მეუღლეა.

სავარაუდოდ, ე.წ. პიქსელის შენობაში მუშაობს თავად დაჭრილი ახალგაზრდა ქალიც.

იხილეთ ვიდეო: "უცებ ამოიღო დანა, დაარტყა ბეჭებში, 2-ჯერ" - რა დაინახა თვითმხილველმა, რომელიც ვაკეში მომხდარ დანაშაულს შეესწრო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია