გლდანის გამგებელი - ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი

გლდანის გამგებელი - ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი

ზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ადგილზე კი სამუშაოებს 8 სახანძრო სამაშველო ბრიგადა აწარმოებდა. გლდანის რაიონის გამგებლის განცხადებით, ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს. იგი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"დამწვარია დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთი. ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო სამაშველო ბრიგადა. ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ არის და ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა დიმიტრი ორმოცაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია