საგარეჯოს რაიონში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

საგარეჯოს რაიონში ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ჰონდას" და "ფორდის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია