საბურთალოზე რუსეთის მოქალაქეს სამი ადამიანი თავს დაესხა - დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

საბურთალოზე რუსეთის მოქალაქეს სამი ადამიანი თავს დაესხა - დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

ალექსიძის ქუჩაზე თავდასხმის შედეგად დაშავებულ რუსეთის მოქალაქეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საჭირო კვლევები უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს სახეზე დაჟეჟილობები აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად მიმღებ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას საჭირო გამოკვლევები უტარდება. დაშავებული შესაძლოა საავადმყოფოდან დღის ბოლოს გაწერონ.

იხილეთ ვიდეო:  როგორია რუსეთის მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც საბურთალოზე თავს დაესხნენ? - ექიმის კომენტარი

საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სადარბაზოში სამი ადამიანი დაესხა თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "ჩანთა წაართვეს, ნაცემი ჩამოვიდა დაბლა, თავი ქონდა გატეხილი" - რას ამბობენ ალექსიძის ქუჩაზე, სადაც რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია