ძლიერი ქარი თბილისსა და რუსთავში: მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული მანქანები

 ძლიერი ქარი თბილისსა და რუსთავში: მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული მანქანები

ძლიერ ქართან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ყველა ადგილზე სამაშველო ჯგუფები გავიდნენ.

"დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქარმა ხეები მოგლიჯა. გამოძახებები ძირითადად დიღომში იყო", - განაცხადეს სააგენტოში.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისში, ცალკეულ ქუჩაზე ხის მოგლეჯის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი შემთხვევა ელენე ახვლედიანის აღმართზე დაფიქსირდა, რა დროსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე მოძრავ მანქანას დაეცა.

ძლიერ ქარს დაზიანებები მოყვა რუსთავშიც - სახურავები დააზიანა და ხის ტოტები დაამტვრია. როგორც რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე განაცხადეს, მოსახლეობისგან ქარის შედეგად სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისთვის ორი შეტყობინება შევიდა.

ქარმა სახურავი დააზიანა კოსტავას გამზირზე, #19 საცხოვრებელ კორპუსზე. უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციამ ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისათვის მოძრაობა შეზღუდა. სახურავი დაზიანდა მეგობრობის #10-ში. ძლიერმა ქარმა ხეები დაამტვრია ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე. ამ დროისთვის რუსთავში ძლიერი ქარი და წვიმაა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია