აჭარის მთავრობა - შავნაბადას მთაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

აჭარის მთავრობა - შავნაბადას მთაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ხულოში, შავნაბადას მთაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობაში აცხადებენ. უწყების ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა. დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია.

დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ხანძრის სრულ პერიმეტრს დაამუშავებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია