წინასწარი მონაცემებით, ხახაბოს ტყეში 25 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი

წინასწარი მონაცემებით, ხახაბოს ტყეში 25 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი

თუშეთის ტყეში ხანძრის საბოლოო ლოკალიზება შესაძლოა დღეს მოხდეს, რის შემდეგაც სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

სტიქიის ეპიცენტრში ისევ რჩება 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამასთან, თუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ხახაბოს ტყეში 25-მდე ჰა ფართობია დამწვარი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია