რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საცობია

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე საცობია

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე საცობია. მარნეულის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საცობის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი კი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თბილისი- რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე მაგისტრალის მშენებლობის მიზნით მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლზე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მეორე დღეა საცობია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია