მელაანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა

მელაანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა

სოფელ მელაანთან გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა ნაწილი სავაადმყოფოებში რჩება.

გურჯაანის კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტიდან ერთი გაწერს, ორი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. განსაკუთრებით მძიმეა 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის მედპრესონალის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა. დაშავდა 11 მგზავრი. 5 დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა, დანარჩენი 6 კი გურჯაანისა და საგარეჯოს კლინიკებში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე ავტომობილი ამობრუნდა - გარდაცვლილია 2 ახალგაზრდა

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ქავთარაძის ქუჩაზე ბაზრობა იწვის - კადრები ადგილიდან