მამაკაცი, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა, 30 წლამდე ასაკისაა

მამაკაცი, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა, 30 წლამდე ასაკისაა

"საქართველოს ბანკის" ფილიალში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 30 წლამდე ასაკისაა. შემთხვევა წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა.

ბანკის ფილიალთან სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორიაზეა მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ამასთან, თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედის შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან წუთნახევარში პოლიცია ადგილზე მივიდა და მას დანებება შესთავაზა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, მან გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია