კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:44 / 12-09-2017
რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე
"საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ფილიალზე თავდამსხმელმა მამაკაცმა, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 30 წლამდე ასაკის იყო, ადგილზევე მოიკლა თავი.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

კიდევ ერთი თვითმხილველის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გია ჭანტურიას თქმით, პირი, რომელმაც "საქართველოს ბანკში" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის წინ, "თი-ბი-სი ბანკის" გაძარცვას შეეცადა.

იხილეთ თვითმხილველის კომენტარი

ჭანტურია ფაქტს თავად შეესწრო და მისი ინფორმაციით, ბანკში
ერთი პირი შეიჭრა გაძარცვის მიზნით, ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში გამოცხადდა და მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და მძარცველმა თავი მოიკლა.

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობამდე რამდენიმე საათით ადრე, წერეთლის გამზირზე, "თიბისი ბანკის" დაყაჩაღებაც სცადეს. პოლიციისთვის ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ბანკში დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრნენ. ბოროტმოქმედებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს. არის თუ არა კავშირი წერეთლის გამზირზე მდებარე "თიბისი ბანკის" დაყაჩაღების მცდელობასა და ამავე გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობას შორის, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბანკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "თბილისში, "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
14:40 / 14-09-2017
მოქალაქეს
4
პირველ რიგში დაწერილის წაკითხვა ისწავლე სად წაიკითხე ძარცვა და ყაჩაღობა?? არაადამიანური პირობებით რო გაძლევენ სესხს ვინუჟძენი რო ხარ რო იცი რო გატყუებენ და მაინც აწერ ხელს ეგ ბედნიერებს მოქალაქე? თუ ბანკის თანამშრომელო? რაო მოდის ბონუსები?
11:07 / 14-09-2017
imereli
3
წაგებული რო ქონოდა თავს არ მოიკლავდა ჩაბარდებოდა და იმ დგის თავანს აცდებოდა. მე მგონი ბანკების ვალი ექნებოდა ან იპოტეკური სესხი და სახლს ართმევდნენ, ეს კაცი ჩამოყალიბებულ კრიმინალს არ გავდა, გარემომ შეუქმნა ასეთი პირობები და აიძულა ასე მოქცეულიყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
20:55 / 19-11-2017  Image ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შემოვიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან
მათ შორის უნდა იყოს "რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49