სოფელ ყარაჯალაში ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა

 სოფელ ყარაჯალაში ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში პიკაპის ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ხევში გადავარდა. მძღოლი რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მძღოლი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი მუხლით დააჯარიმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია