პირველი კადრები სანდრო ეულის ქუჩიდან, სადაც აფეთქება მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

 პირველი კადრები სანდრო ეულის ქუჩიდან, სადაც აფეთქება მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

აფეთქება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მოხდა, სადაც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობაზე ჟანგბადის ავზი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

თვითმხილველების თქმით, მშენებლობიდან გაიგეს ძლიერი აფეთქების ხმა, რასაც სავარაუდოდ, ნგრევაც მოყვა.

იხილეთ: LIVE სანდრო ეულის ქუჩიდან, სადაც აფეთქება მოხდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია