სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში რემონტი დასრულდა და შენობის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მამაკაცი, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, რემონტის შემდეგ დასუფთავების სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.

სანდრო ეულის ქუჩაზე, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში სავარაუდოდ ჟანგბადის ავზი აფეთქდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. უბედური შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია