ავარია კახეთში: გასწრების დროს "მერსედესი" "06"-ს დაეჯახა - დაღუპულია ერთი ადამიანი

ავარია კახეთში: გასწრების დროს "მერსედესი" "06"-ს დაეჯახა - დაღუპულია ერთი ადამიანი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთმანეთს "06"-ის მარკის ტაქსი და "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, "მერსედერსის" მარკის ავტომანქანის მძღოლი გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად "06"-ის მარკის ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვლა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად შეიზღუდა მოძრაობა. თელავის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზითაა იყო შესაძლებელი.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია