სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილას, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილას, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული

"ერთი შეხედვით იკვეთება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, რომელიც სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილას იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სანდრო ეულის ქუჩაზე კიბერნეტიკის ინსტიტუტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინსპექტირების სამუშაო ჯგუფმა მყისიერი რეაგირება მოახდინა აფეთქებაზე შესულ ინფორმაციაზე, რის შედეგადაც ადგილზე ვითარებას სწავლობენ, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა და ჰქონდა თუ არა ადგილი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

ბექა ფერაძის თქმით, მათი ჯგუფი იმ კომპანიისგან, რომელიც შენობაში სარემონტო და დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა, შესაბამის დოკუმენტაციას ამოიღებს. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დეტალურად გახდება ცნობილი კონკრეტული უბედური შემთხვევის მიზეზები.

"ადგილზე ვსწავლობთ, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი შეხედვით, იკვეთება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა - ეს არის პირველადი შეფასება. უბედური შემთხვევის შესწავლა და გამოძიება გულისხმობს კომპანიისგან იმ დოკუმენტაციის ამოღებას და შესწავლას, რაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტით ხორციელდებოდა. დეტალურად ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია კონკრეტული უბედური შემთხვევა. აფეთქებულია ბალონი, თუ რა ნივთიერება აფეთქდა, ამას ექსპერტიზა დაადგენს", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის შენობაში რემონტის დასრულების შემდეგ დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია