შემთხვევა ზურაბ წერეთლის მუზეუმში - სკულპტურა გადმოვარდა და ბავშვს დაეცა

შემთხვევა ზურაბ წერეთლის მუზეუმში - სკულპტურა გადმოვარდა და ბავშვს დაეცა

მოსკოვში, ზურაბ წერეთლის მუზეუმში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.

"წინასწარი ინფორმაციით, 17 სექტემბერს ექსკურსიის დროს ერთ-ერთ მუზეუმში, ბავშვს, რომელიც ექსპონატთან სელფის იღებდა, ზედ სკულპტურა დაეცა, რამაც მას ხელი დაუზიანა", - ყვება მუზეუმის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იულია ივანოვა.

აღსანიშნავია, რომ სელფის გადაღებისას დაზიანებული და დაღუპული ადამიანების რიცხვი სულ უფრო მატულობს. მაგალითად, მარტში 13 წლის იტალიელი ლეანდრო ჩელია მაშინ დაიღუპა, როცა რკინიგზაზე მოახლოებულ მატარებელთან სელფის გადაღებას ცდილობდა და ლიანდაგიდან გადასვლა ვერ მოასწრო.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია