თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა აშშ-დან 1 კვირის დაბრუნებულია და დაჭრისას სავალუტო ჯიხურთან ფულს ახურდავებდა

თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა აშშ-დან 1 კვირის დაბრუნებულია და დაჭრისას სავალუტო ჯიხურთან ფულს ახურდავებდა

თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა ამერიკის მოქალაქეა. დაჭრილის მამის ინფორმაციით, იგი საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდა.

"მე სამსახურში ვიყავი და იქ გავიგე. თემქაზე ვცხოვრობთ. დაჭრის მომენტში მარტო იყო. სავალუტო ჯიხურთან ფულს ახურდავებდა, თუმცა ყაჩაღობა არ ყოფილა. გამოძიებამ დაკითხა თუ არა ვინმე, არ ვიცი. საერთოდ უკონფლიქტო ბიჭია, მაგრამ ახალგაზრდობაში ჩხუბი ვის არ მოსვლია? ეტყობა ვიღაცასთან იჩხუბა და დაჭრეს", - განუცხადა დაჭრილის მამამ "ინტერპრესნიუსს".

დაჭრილს ამ წუთებში საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

ოჯახური კონფლიქტის გამო ადგილზე მისული პატრული მამაკაცმა დაჭრა, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადახტა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

"გადმოსული არიან სომხეთის რესპუბლიკიდან" - Covid-19-ით გარდაცვლილ 82 წლის მამაკაცს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები