ინდოეთში, მამამ 13 წლის გოგონა ბიჭთან დალაპარაკების გამო მოკლა

ინდოეთში, მამამ 13 წლის გოგონა ბიჭთან დალაპარაკების გამო მოკლა

ბიჭთან დალაპარაკების გამო, 13 წლის გოგონა საკუთარმა მამამ მოკლა - "დეილი მეილის" ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთში მოხდა.

მოზარდი, სახელად რადიკა მამამ ჯერ გაგუდა, შემდეგ კი - ცეცხლი წაუკიდა. მამაკაცმა მიიჩნია, რომ გოგონამ სკოლის შენობასთან ბიჭთან დალაპარაკების გამო ოჯახის სახელი შებღალა. გამომძიებლების ინფორმაციით, მკვლელობაში ქმარს გოგონას დედაც დაეხმარა.

მომხდარის გამო მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცველებმა მშობლები ადგილზევე დააკავეს. დაკითხვისას მამაკაცმა მკვლელობა აღიარა.

რადიკას მეგობრები გარდაცვლილს მხიარულ, კეთილ გოგონად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მას ძალიან უყვარდა სიმღერა. გოგონა ინდოეთში ყველაზე უმცროსია მათ შორის, ვინც ოჯახმა სახელის შელახვისთვის მოკლა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

ნაძალადევში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაშია

ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულია 5 ადამიანი