რა კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო კომაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევასთან დაკავშირებით

რა კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო კომაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევასთან დაკავშირებით

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომაში მყოფი 17 წლის გოგონას შემთხვევის მოკვლევა უკვე დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, მოკვლევა მამის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც სააგენტოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

"ჩვენ პროცედურების დაცვით, სამართლებრივი უზრუნველყოფის კუთხით შუამდგომლობა სასამართლოში შეტანილი გვაქვს ადგილზე შესვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ისტორია უკვე გამოთხოვილი გვაქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კომისია უკვე ადგილზე იმუშავებს. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა იკვეთება. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია", - განაცხადა ხუციშვილმა.

17 წლის გოგონას მშობლები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და პერსონალს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახმა განუცხადა, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ გოგონას გული გაუჩერდა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია