"5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი

"5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა რამდენიმე დღის წინ გლდანის მეორე მიკრორაიონში, სადაც 60 წელს გადაცილებული და-ძმა, ლალი და მიტო ლ-ები საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

ცხედრების ექსპერტიზაზე გადასვენების შემდეგ საქმეზე საგამოძიებო მოკვლევა დაიწყო. როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა, თუმცა ასევე დაამატეს, გამოძიება მიმდინარეობს და მისი მსვლელობისას შესაძლოა მუხლი შეიცვალოსო.

ერთ-ერთ მიზეზად გაზით გაგუდვაც სახელდება, თუმცა, გარდაცვლილების ახლობლებისა და მეზობლების ვერსიით, შესაძლოა, სულ სხვა შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, და-ძმა ღამით, ძილისას არის გარდაცვლილი, გაზით გაგუდვის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, მათი მესამე ძმაც უნდა დაღუპულიყო - ამ უკანასკნელს ფსიქიკური დარღვევები აქვს და ღამით მუდამ სახლშია. გარდაცვლილების მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არა ისურვა, შემთხვევის დეტალებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

"დანამდვილებით არაფერი ვიცით რა მოხდა, თავდაპირველად თქვეს თითქოს გაზი უნდა ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ, ვფიქრობ, გაზით გაგუდვა მანდ არაფერ შუაში უნდა იყოს... ლალი დიდი ხანი რომ არ გამოჩნდა ეზოში, ერთმანეთს ვეკითხებოდით, - ნეტავ სად არის, რატომ არ ჩანსო? ბოლო დღეებში მეზობლები ბინიდან გამოსულმა საშინელმა სუნმა იმდენად შეაწუხა, რომ საბრალოებს კარზე დაუკაკუნეს და კარი რომ არავიან გაუღო, შევიდნენ, - კარი ღია იყო... შევიდნენ და ეს საშინელი სურათიც ნახეს, - და-ძმა ლოგინებში იწვა, ცხედრებს ხრწნა ჰქონდა უკვე დაწყებული... ამბობენ, 5 დღის გარდაცვლილები მაინც იყვნენო.

ლალის მეორე ძმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამ ხნის განმავლობაში ბინაში აგრძელებდა ცხოვრებას, თუმცა სამართალდამცავების მოსვლისას შინ არ იყო. როდესაც მოძებნეს და მოიყვანეს, გაკვირვებული იმეორებდა, - რას ჰქვია, დაიხოცნენ, სძინავთო... განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია