დაბა წაღვერში კვლავ ხანძარია - არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება

 დაბა წაღვერში კვლავ ხანძარია - არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოში განუცხადეს.

ამ დროის მონაცემნებით, დაბა წაღვარში ძლიერი დაკვამლიანებაა, რაც ხილვადობის მხრივ პრობლემებს ქმნის, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სააგენტოში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას,ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის თაობაზე.

დილიდან სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია