დაბა წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სამივე ვერტმფრენმა დილიდან განაახლა

დაბა წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სამივე ვერტმფრენმა დილიდან განაახლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში სამივე ვერტმფრენმა მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში განაახლა. დღესვე ელოდებან კიდევ ერთ ვერტმფრენს, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოფრინდება და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე წაღვერში მცირეოდენი დაკვამლიანება შეინიშნება. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები არ ფიქსირდება.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და დილიდან ინტენსიურად განაგრძობენ მუშაობას როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია მაღალი გამავლობის ოცამდე მძიმე ტექნიკა, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია “თუშეთის” ვერტმფრენები, რომლებმაც გუშინ, დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხეს. ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია