წნორში ხანძარი ლიკვიდირებულია

წნორში ხანძარი ლიკვიდირებულია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახებს, ბუჩქებსა და ეკალბარდებს გაუჩნდა. ხანძრის კერა ახლოს იყო საცხოვრებელ სახლებთან, თუმცა, მისი ლიკვიდირება ისე მოხდა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია.

იქიდან გამომდინარე, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყო, ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია