ზურაბ ალავიძე - ქარის გაძლიერების მიუხედავად წაღვერში ხანძარი ჯერჯერობით კონტროლირებადია

ზურაბ ალავიძე - ქარის გაძლიერების მიუხედავად წაღვერში ხანძარი ჯერჯერობით კონტროლირებადია

დღეს უფრო დიდი ქარია, ვიდრე გუშინ, ვაკვირდებით სიტუაციას, თუმცა, წაღვერში ხანძარი ჯერჯერობით კონტროლირებადია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტრაბზონის აეროპორტიდან ორი ვერტმფრენი უკვე გამოფრინდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. მინისტრის განცხადებით, ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე შესამჩნევი პროგრესია. ხვალ დილის საათებისთვის კი, სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ელოდება.

“გუშინდელზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს დღეს. თუმცა დღეს უფრო დიდი ქარია, ვიდრე გუშინ. ვაკვირდებით სიტუაციას, ჯერჯერობით ხანძარი კონტროლირებადია. ვერტმფრენები აქტიურად მუშაობენ. დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოფრინდა ორი ვერტმფრენი ტრაბზონიდან. ვფიქრობ, ხვალ, გამთენიისას უფრო კარგი მდგომარეობა გვექნება”, - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები არ დაფიქსირებულა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

სამუშაოებში ასევე აქტიურად არის ჩართული სამი ვერტმფრენი. მათ შორის, ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთვება ორი თურქული ვერტმფრენი. გარდა ავიაციისა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია