დაბა წაღვერში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

დაბა წაღვერში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში სიტუაცია კონტროლირებადია, სერიოზულ გართულებებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანია "თუშეთის" ვერტმფრენი აღარ ჩაერთვება. ხვალ დილიდან მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაახლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი, ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და ორი თურქული.

უშუალოდ ხანძრის კერებთან ამ დრომდე რჩება ცოცხალი ძალა. ადგილზე მობილიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო მძიმე ტექნიკა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს საგანგებო სიტუაციების შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ადგილზე რჩება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამსახურიც.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია