კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს

კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს

კრასნოდარში მკვლელობასა და კანიბალიზმში ბრალდებულები დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გამოცემა "Лента.ру" წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, გამომძიებლებმა დაკავებულებს ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოუჩინეს. დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ოჯახის წევრები არიან.

12 სექტემბერს კრასნოდარში, ძერჟინსკის ქუჩაზე პოლიციამ ქალის სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს სათლი, რომელშიც ქალის სხეულის ფრაგმენტები იყო მოთავსებული, ასევე ჩანთა სხვადასხვა ნივთებით.

ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, გზაზე მომუშავეებმა იპოვეს მობილური ტელეფონი, რომელშიც აღმოჩნდა მამაკაცის სელფები ადამიანის კიდურებთან, ასევე სკალპის და ქალის თავის ფოტოები.

ტელეფონის მფლობელი 35 წლის კრასნოდარელი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციას უამბო, რომ უცნობი ქალის დანაწევრებული სხეული 10 სექტემბერს აღმოაჩინა და "სახსოვრად" გადაიღო რამდენიმე ფოტო, შემდეგ კი ნაპოვნი ნაწილები ნაგავში გადაყარა. დაღუპულის ვინაობა დადგენილია, ის 35 წლის კრასნოდარელი ქალია.

ამასთან, ტელეკომპანია НТВ-ს ცნობით, კანიბალები ოჯახის წევრები არიან და მათ შესაძლოა შვიდიდან 30-მდე მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, თუმცა აქამდე მხოლოდ ახალგაზრდა ქალის მკვლელობა დასტურდება. ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვლელი-კანიბალები რეგიონში დანაშაულებს სავარაუდოდ 1999 წლიდან ჩადიან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია