საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მესაზღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მესაზღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ქართველი მესაზღვრე თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ორივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე გაზის ბალონი აფეთქდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია